ანზორ მექვაბიშვილი – ჯგუფში პირველზე ვეღარ გავალთ, მაგრამ უნგრეთთან მატჩის შედეგი წილისყრისთვისაა მნიშვნელოვანი #1TVSPORT

23:54, 11.11.2026

ანზორ მექვაბიშვილმა კომენტარი გააკეთა უნგრეთთან (14 ნოემბერს თბილისში) და უკრაინასთან (17 ნოემბერს კოშიცეში) გასამართი მატჩებისთვის მზადებაზე.

„ორ რთულ თამაშს ველოდებით. დანაკლისი დიდია, თუმცა ეს იქნება შანსი იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც ითამაშებენ. ერთა ლიგა კარგად ვერ დავიწყეთ და პირველ ადგილზე გასვლას ვეღარ შევძლებთ, თუმცა მოახლოებულ მატჩებში წარმატების მიღწევა მნიშვენელოვანია ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრის წინ.

ვმუშაობთ იმ დეტალებზე, რომლებიც გასაუმჯობესებელია და რომლებიც განვლილ შეხვედრებში ისე ვერ გამოვიდა, როგორც გვინდოდა. რა თქმა უნდა, ველოდებით გულშემატკივარს და იმედი გვაქვს, მათთან ერთად წარმატებას მივაღწევთ“.

მსგავსი