„ტოტენჰემი“ და „ნაპოლი“ რადუ დრაგუშინის ტრანსფერზე მუშაობენ #1TVSPORT
„ტოტენჰემი“ და „ნაპოლი“ რადუ დრაგუშინის ტრანსფერზე მუშაობენ #1TVSPORT

იტალიური მედიის ინფორმაციით, ლონდონის „ტოტენჰემი“ და „ნაპოლი“ „ჯენოას“ რუმინელი ცენტრალური მცველის, რადუ დრაგუშინის ტრანსფერზე მუშაობენ.

ორივე კლუბმა „ჯენოას“ უკვე მიმართა. გავრცელებული ცნობით, იტალიის მოქმედი ჩემპიონი ფეხბურთელის სანაცვლოდ 20 მილიონ ევროს იხდის. „ნაპოლის“ პრეზიდენტი დე ლაურენტისი ასევე მზადაა, გარიგებაში ლეონ ოსტიგორი და ალესანდრო ძანოლი ჩართოს.

რაც შეეხება „ტოტენჰემს“, ინგლისელები „ჯენოას“ 24 მილიონ ევროს სთავაზობენ, თუმცა გენუურ კლუბს 30 მილიონის მიღება სურს.

მიმდინარე სეზონში 21 წლის რადუ დრაგუშინი იტალიის სერია A-ში თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა. ის „იუვენტუსის“ აკადემიაში ირიცხებოდა.

2022/23 წლის სეზონი რუმინელმა „ჯენოაში“ იჯარის წესით გაატარა, ხოლო გასული წლის ზაფხულს ის კლუბის სრულფასოვანი წევრი გახდა. დრაგუშინის ანგარიშზე იტალიის ჩემპიონატში ამ სეზონში ორი გატანილი გოლია.