უგანდის პრეზიდენტი საარჩევნო მარათონს ჯუნგლებში მართავს. 75 წლის იოვერი მუსავენი ექვსი დღის განმავლობაში 195 კილომეტრის ფეხით გავლას გეგმავს.
როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, მუსავენი 1986 წლის მარშრუტს გაიმეორებს, რა დროსაც ის ხელისუფლებაში მოვიდა.
უაგნდაში არჩევნები მომავალ წელს არის დაგეგმილი. იოვერი მუსავენი მეექვსე ვადით იყრის კენჭს.
მისი მეტოქე ყოფილი მომღერალი ბობი უაინი იქნება.