უგანდის პრეზიდენტი - მიყვარს დონალდ ტრამპი, რადგან ის აფრიკელებს გულწრფელად ესაუბრება
უგანდის პრეზიდენტი - მიყვარს დონალდ ტრამპი, რადგან ის აფრიკელებს გულწრფელად ესაუბრება

უგანდის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპის მიმართ სიმპათია საჯაროდ დააფიქსირა. იოვერი მუსევენი ამბობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტი ახლა ჰყავს.

„მე მიყვარს ტრამპი, რადგან ის აფრიკელებს გულწრფელად და პირდაპირ ესაუბრება. აფრიკელებმა მათ პრობლემებს უნდა მიხედონ. ისინი ახლა ძალიან სუსტები არიან“, – განაცხადა უგანდის პრეზიდენტმა.

ეს განცხადება მუსევინმა იმ ფონზე გააკეთა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტს აფრიკის ქვეყნების სხვა ლიდერები მკაცრად აკრიტიკებენ. აფრიკის კავშირმა დონალდ ტრამპს ოფიციალურად ბოდიშის მოხდაც კი მოსთხოვა.

რამდენიმე კვირის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის პრეზიდენტმა თეთრ სახლში იმიგრაციის პრობლემის განხილვისას აფრიკულ ქვეყნებს „ნაგავი“ უწოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპმა განაცხადა, რომ „ნაგავი ქვეყნებიდან ამერიკამ ნაკლები მიგრანტი უნდა მიიღოს“. თავად დონალდ ტრამპი ამ ბრალდებას უარყოფს.