უგანდის ერთ-ერთ სკოლაში რადიკალური ისლამისტური ძალების თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა
უგანდაში რადიკალური ისლამისტური ძალების თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
შემთხვევა ქვეყნის დასავლეთით მდებარე საშუალო სკოლაში მოხდა.
პოლიციის განცხადებით, თავდასხმა განახორციელა „მოკავშირე დემოკრატიულმა ძალებმა“, რომელიც „ისლამურ სახელმწიფოსთან“ არის აფილირებული და თავდასხმის შემდეგ ისინი კონგოს ეროვნული პარკისკენ გაიქცნენ.
პოლიციის ცნობით, კიდევ რვა ადამიანი მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში იმყოფება. ამასთან, თავდამსხმელებმა ექვსი პირი გაიტაცეს.
შეგახსენებთ, რომ აპრილში „მოკავშირე დემოკრატიული ძალები“ თავს დაესხნენ ერთ-ერთ სოფელს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რის შედეგადაც, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა.