უგანდაში, ტბა ვიქტორიაზე იახტის ჩაძირვის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა
უგანდაში, ტბა ვიქტორიაზე იახტის ჩაძირვის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა. როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, კიდევ ათეულობით ადამიანი დაკარგულად ითვლება. ჯერ უცნობი რჩება, რამდენი მგზავრი იმყოფებოდა ხომალდის ბორტზე, როდესაც ავარია მოხდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მათი რაოდენობა ასზე მეტი იყო.
გავრცელებული ცნობით, ხომალდზე იმყოფებოდა უგანდის პრინცი, რომლის გადარჩენაც მაშველებმა მოახერხეს. სამხედრო ქვეითები ამ დრომდე ეძებენ ავარიის დროს დაკარგულ უგანდის სამეფოს მეფის ძმას, რომელიც ასევე მგზავრებს შორის იყო.