უგანდაში მეწყერს მსხვერპლი მოჰყვა

09:42, 12.10.2018

აღმოსავლეთ უგანდაში გადაუღებელი წვიმის შედეგად წარმოქმნილ მეწყერს სულ მცირე, 31 ადამიანი ემსხვერპლა.

ქვეყნის პრეზიდენტის განცხადებით, სტიქიის ზონაში მაშველთა დამატებითი ძალებია გადასროლილი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკარგულად 400-მდე ადამიანი მიიჩნევა, მათ შორის 200-მდე ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეა.

მსგავსი