უფლებადამცველი ცენტრის მონაცემებით, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს 60-ზე მეტი ადამიანი დააკავეს
უფლებადამცველი ცენტრის მონაცემებით, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს 60-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

უფლებადამცველი ცენტრის, „ვესნას“ მონაცემებით, ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების დღეს 60-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

უფლებადამცველების მონაცემებით, დედაქალაქ მინსკში დაკავებულია 30 პირი, მათ შორის ტელეკომპანია „დოჟდის“ სამი ჟურნალისტი, ასევე 18 დამკვირვებელი. ამავე ცენტრის ცნობით, ბელარუსის რეგიონებში დაკავებულია 37 ადამიანი.

აღსანიშნავია, რომ მანამდე პრეზიდენტობის კანდიდატის, სევტლანა ტიხანოვსკაის შტაბში მათი გუნდის ცხრა წევრის დაკავების შესახებ განაცხადეს.

შეგახსენებთ, საარჩევნო უბნები ბელარუსში ცოტა ხნის წინ დაიხურა. ეგზიტპოლის მონაცემებით, ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსანდრ ლუკაშენკოს ამომრჩეველთა 79,7%-მა მისცა ხმა. მის მეტოქეს, სვეტლანად ტიხანოვსკაიას კი – 6,8%-მა.