უეფა - კვარაცხელია სუპერვარსკვლავად ყალიბდება #1TVSPORT
უეფა - კვარაცხელია სუპერვარსკვლავად ყალიბდება #1TVSPORT

გიბრალტარის ნაკრებთან გასვლაზე გატანილი გოლით ხვიჩა კვარაცხელიამ გოლების რაოდენობა ხუთამდე გაზარდა და ამ მომენტისთვის C დივიზიონის საუკეთესო ბომბარდირია.​ დადი შანსია, რომ ქართველ თავდამსხმელს ვერავინ გადაასწროს. შედეგის გაუმჯობესება მხოლოდ საბერძნეთის ნაკრების კაპიტანს, ანასტასიოს ბაკასეტასს და კოსოვოელ ვედატ მურიქის შეუძლიათ, რომელთა ნაკრებები 27 სექტემბერს გათამაშების ბოლო მატჩებს ჩაატარებენ. კოსოვო შინ თემურ ქეცბაიას კვიპროსს მიიღებს, ხოლო საბერძნეთი – ჩრდილოეთ ირლანდიას.

ხვიჩაზე შედეგიანი მთელ ტურნირზე მხოლოდ ერლინგ ჰოლანდია, რომელმაც ნორვეგიის ნაკრების ფორმით B დივიზიონში 6 გოლი გაიტანა.კვარაცხელიას მსგავსი შედეგიანობა ამავე ჯგუფში სერბმა ალეკსანდრ მიტროვიჩმა (5 გოლი) აჩვენა, ხოლო D დივიზიონში – ლატვიელმა ვლადისლავ გუტკოვმა (5 გოლი).

პროდუქტიულობით ხვიჩა კვარაცხელია ახლაც C დივიზიონის და მთელი ტურნირის საუკეთესო მოთამაშეა. ხვიჩა კვარაცხელიამ C4 ჯგუფის ჩატარებულ 6 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა, 3 შედეგიანი გადაცემა შეასრულა და 3 პენალტი მოიპოვა. ასეთი სასარგებლო არც ერთ ნაკრებში არც ერთი ფეხბურთელი არ არ არის.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის დასრულებულ ჯგუფურ ეტაპზე სულ 16 გოლი გაიტანა – 21 წლის თავდამსხმელი 10-ში მონაწილეობდა, ანუ გოლების ყოველი 0,625 პროცენტი მისი უშუალო მონაწილეობით გავიდა.

საბოლოოდ, ერთა ლიგის მოთამაშეთა რეიტინგში კვარაცხელიამ საშუალო შეფასება 7,95 ქულა მიიღო და ტურნირის საუკეთესო მოთამაშეთა ოთხეულში მოხვდა.

უეფა-ს ერთა ლიგის ოფიციალური ტვიტერის გვერდი გამოეხმაურა ხვიჩას წარმატებას და ერთა ლიგაზე მისი გამოსვლა ასე შეაფასა – „კვარაცხელია. სუპერვარსკვლავის ჩამოყალიბება. 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემა ერთა ლიგის 9 მატჩში“.