საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, უძოს მონასტრიდან დაახლოებით 1,5 კილომეტრში, 31 წლის მამაკაცი ციცაბო დაღმართიდან ველოსიპედით დაგორდა.
მამაკაცმა სხეულის დაზიანება მიიღო.
მეხანძრე-მაშველებმა დაშავებული საკაცით ამოიყვანეს.
დაშავებული სტაციონარში გადაიყვანეს.