საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს უცნობმა პირმა სახეში სილა გააწნა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
ინციდენტი სამხრეთ-აღმოსავლეთ საფრანგეთში, დრომის რეგიონში მოხდა, როდესაც პრეზიდენტი პანდემიის შემდეგ ცხოვრების ნორმალიზების შესახებ სტუდენტებსა და რესტორატორებს ხვდებოდა.
სიტუაციის განმუხტვა პრეზიდენტის დაცვამ სცადა და აღნიშნული პიროვნება შეიპყრო. ადგლობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტთან დაკავშირებით ორი პირია დაკავებული.
მომხდარს საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი ჟან კასტექსი გამოეხმაურა და ინციდენტს დემოკრატიის შეურაცხყოფა უწოდა.
პირი, რომელმაც მაკრონს გაარტყა, იდენტიფიცირებული არ არის, უცნობია მისი ქმედების მოტივიც.