უცხოური მედიასაშუალებების განცხადებით, ემანუელ მაკრონის ციტატა, რომლის მიხედვითაც, ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების მთავარი მოწინააღმდეგე ქვეყნები აშშ და გერმანია არიან, არასწორად გავრცელდა
უცხოური მედიასაშუალებების განცხადებით, ემანუელ მაკრონის ციტატა, რომლის მიხედვითაც, ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების მთავარი მოწინააღმდეგე ქვეყნები აშშ და გერმანია არიან, არასწორად გავრცელდა

უცხოური მედიასაშუალებების განცხადებით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ციტატა, რომლის მიხედვითაც, ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების მთავარი მოწინააღმდეგე ქვეყნები აშშ და გერმანია არიან, არასწორად გავრცელდა.

როგორც „ევროპეისკაია პრავდა“ წერს, მაკრონის შესაბამისი განცხადება გერმანულმა სააგენტო DPA-მ გამოაქვეყნა, ხოლო შემდეგ წაშალა და განმარტა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს მსგავსი განცხადება არ გაუკეთებია.

„ევროპეისკაია პრავდა“ მკითხველს ბოდიშს უხდის.

ემანუელ მაკრონის განცხადება, რომლის თანახმადაც, საფრანგეთის პრეზიდენტი ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების მთავარ მოწინააღმდეგე ქვეყნებად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიას ასახელებდა, სააგენტო DPA-ზე დაყრდნობით დღეს გავრცელდა.