უბისა-შორაპანის მონაკვეთზე გზის მშენებლობისას დაშავებულ მამაკაცს კიდურის ამპუტაცია დასჭირდა
უბისა-შორაპანის მონაკვეთზე, ჩქაროსნული გზის მშენებლობისას დაშავებულ მუშას ქვედა კიდურის ამპუტაცია ჩაუტარდა.
დაშავებული მამაკაცი ზესტაფონში, კლინიკა „ფერომედშია“ მოთავსებული. პაციენტს ერთ ფეხზე, კიდურს ქვემოთ ჩაუტარდა ამპუტაცია. მედიკოსები იმედოვნებენ, რომ მეორე ფეხის შენარჩუნება სრულად მოხერდება.
ექიმების თქმით, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.
59 წლის მამაკაცი, რომელიც ბულდოზერის ოპერატორია, ტექნიკის ექსპლუატაციის დროს დაშავდა. იყო თუ არა ადგილზე დარღვეული უსაფრთხოების ზომები, გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს.