სოფელ ბაკურციხეში უბედურ შემთხვევას მამა-შვილი ემსხვერპლა 
სოფელ ბაკურციხეში უბედურ შემთხვევას მამა-შვილი ემსხვერპლა 

ჭაში ჩავარდნის შედეგად კახეთში 62 წლის კაცი და მისი შვილი დაიღუპნენ.

სოფელ ბაკურციხეში, თამაზ ქუმსიაშვილი გზის პირას არსებულ ჭაში, სოფლის წყლის სხვა უბანზე გადართვის მიზნით ჩავიდა და ამოსვლა ვეღარ შეძლო. დასახმარებლად ჭაში შვილიც ჩავიდა, მამის მსგავსად მანაც სიღრმიდან ამოსვლა ვეღარ მოახერხა.

რის შემდეგაც სამაშველო სამსახურის გამოძახება გახდა საჭირო, თუმცა მაშველებმა 62 წლის კაცის გადარჩენა ვერ შეძლეს, უჟანგბადობის გამო იგი ადგილზე გარდაიცვალა. ჭიდან ამოყვანილი მისი 40 წლის შვილი გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსის“ საავადმყოფოში უგონო მდგომარეობით შეიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.