უარყოფითი გამოხმაურებების გამო, რუსეთის „პირველმა არხმა“ და „რასია 24“-მა პუტინის საახალწლო ვიდეოს მოწონების ღილაკი და კომენტარის ველი გაუთიშეს
უარყოფითი გამოხმაურებების გამო, რუსეთის „პირველმა არხმა“ და „რასია 24“-მა პუტინის საახალწლო ვიდეოს მოწონების ღილაკი და კომენტარის ველი გაუთიშეს

რუსეთის „პირველმა არხმა“ და „რასია 24“-მა „იუთუბის“ არხზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის საახალწლო მიმართვის ვიდეოს მოწონების ღილაკი და კომენტარის ველი გაუთიშეს.

ამის მიზეზი ის გახდა, რომ მაყურებელთა უმეტესობამ ვიდეო არ მოიწონა („დისლაიკების“ დიდი რაოდენობა დაგროვდა).

ტელეკომპანია „დოჟდის“ ინფორმაციით, ვიდეორგოლზე მოწონების ღილაკი არ გამოურთავს ტელეკომპანია „ენტევეს“ და დღის მეორე ნახევარში ვიდეოს 17 000 არმოწონება („დისლაიკი“) და მხოლოდ 5 000 მოწონება ჰქონდა.