ჩიკაგოს საერთაშორისო აეროპორტში სახმელეთო რადარის სისტემის გაუმართაობის გამო ფრენები შეფერხებულია

09:35, 25.11.2026
FILE PHOTO: Air Traffic Control (ATC) tower at Chicago O'Hare International Airport, after the US Federal Aviation Administration issued a national ground stop "due to extraordinary circumstances and reasons for safety" following the agency's earlier report of serious air traffic control communications issues, , in Chicago, Illinois, US, November 13, 2026. REUTERS/Jim Vondruska/File Photo

ჩიკაგოს საერთაშორისო აეროპორტში სახმელეთო რადარის სისტემის გაუმართაობის გამო ფრენები შეფერხებულია.

აშშ-ის ფედერალური საავიაციო ადმინისტრაციის განცხადებით, ტექნიკოსები საჰაერო მოძრაობის მართვის მოწყობილობის შეკეთებას ცდილობენ.

რადარის სისტემა აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკებზე თვითმფრინავებისა და სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას აკონტროლებს.

ფრენების მონიტორინგის ვებგვერდ FlightAware-ის მონაცემებით, ამ დროისთვის შეფერხებულია დაახლოებით 373 რეისი. საავიაციო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ეს მადლიერების დღის დღესასწაულთან დაკავშირებული მოგზაურობის პერიოდში ყველაზე დატვირთული დღეა.

აშშ-ის საავიაციო ადმინისტრაციასა და ავიაკომპანიებს ბოლო პერიოდში ტექნიკური პრობლემების არაერთი შემთხვევა ჰქონდათ. 13 ნოემბერს ქვეყნის მასშტაბით გაუქმდა 18 000-ზე მეტი რეისი. გავრცელებული ინფორმაციით, პრობლემის მიზეზი მოძველებული ტექნოლოგიები, მათ შორის ძველი გადამრთველები და საკომუნიკაციო ხაზები გახდა.

მსგავსი