უამინდობის გამო თელავი-ვაზიანი-გომბორის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია
რთული მეტეოროლოგიური პირობების, თოვისა და ნისლის გამო თელავი-ვაზიანი-გომბორის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოსატრანპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეზღუდულია.
„შუამთის მონასტრიდან სოფელ გომბორამდე მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და ცალხიდიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება უსაფრთხოებიდან გამომდინარე აკრძალულია. გზაზე ინტენსიურად ვახორციელებთ გაწმენდით სამუშაოებს, მობილიზებული გვყავს შესაბამისი ტექნიკა“, – განაცხადა შპს „თელავის საგზაო“ სამმართველოს ინჟინერმა, თამაზ აბდულაშვილმა.
ამასთან, თელავი-გომბორი-ვაზიანის მიმართულებით ავტოტრანსპორტის მოძრაობას შუამთის გადასახვევთან საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.