უამინდობით გამოწვეული პრობლემების გამო, საქართველოში 400-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა. ამის შესახებ პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად მიმდინარე სამუშაოებში 100-მდე მეხანძრე-მეშველია ჩართული.
ძირითადად, პრობლემები შეიქმნა შიდა ქართლში, სადაც უხვი ნალექი მოვიდა. ასევე, კახეთში, სადაც ძლიერი ქარი იყო.
კობი-გუდაურის გზის მონაკვეთზე მაშველებმა მძღოლებს აღმოუჩინეს დახმარება.
ამასთან, პრობლემები შეიქმნა თბილისშიც. ძლიერმა ქარმა რამდენიმე სახლს სახურავი გადახადა.