ტყვიის სროლა - შერეულ წყვილებში მედალოსნები გამოვლინდნენ | მინსკი 2019
ვიტალინა ბაცარაშკინასა და არტიომ ჩერნოუსოვის გამარჯვებით დასრულდა შერეულ წყვილთა შეჯიბრი 10 მეტრ დისტანციაზე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში. ფინალში მათ სერბ წყვილს, ზორანა არუნოვიჩსა და დამირ მიკეჩს აჯობეს. რუსებმა ჯამში 17, მათმა მეტოქემ კი 9 ქულა დააგროვეს. ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ გერმანელები სანდრა და კრისტიან რაიცები. მესამე სპრიზო ადგილისთვის ბრძოლაში ამ წვილმა 16 ქულა დააგროვა და მასპინძელ ბელარუსებს ვიკტორია ჩაიკასა და აბდულ აზიზ კურძის მოუგო.
შერეული წყვილების საკვალიფიკაციო ეტაპი მეხუთე ადგილზე დაასრულა ქართულმა დუეტმა. მედლებისთვის ბრძოლის ეტაპზე გასასვლელად ნინო სალუქვაძესა და ცოტნე მაჭავარიანს სულ ცოტა დააკლდათ. ჯამში 577 ქულა დააგროვეს და ბელარუსებს მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩნენ.