ტყის დანაგვიანებასა და მწვანე ნარგავების თვითნებურ მოჭრაზე ჯარიმებია გათვალისწინებული
საქართველოს მთავრობამ ტყის ახალი კოდექსი მოამზადა, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
„ტყის კოდექსით“ გათვალისწინებული რეგულაციების დარღვევისთვის ჯარიმები გათვალისწინებულია – „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით”, რომელიც ერთ საკანონმდებლო პაკეტად არის მომზადებული.
ცვლილებების გათვალისწინებით, საქართველოს ტყის ტერიტორიის თვითნებური დაკავება გამოიწვევს დაჯარიმებას – 200 ლარის ოდენობით, ხოლო საანგარიშო ტყეკაფის დადგენა-გამოყოფისა და ჭრის წესების დარღვევა – 120 ლარის ოდენობით.
იმ შემთხვევაში, თუ იგივე ქმედება ჩადენილი იქნება სახელმწიფო ტყის 31-დან 36 გრადუსამდე დაქანების ფერდობებზე, ეს გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.
პროექტით, სახელმწიფო ტყის მიწებზე ხე-ბუჩქნარისა და ტყის კულტურების, ტყის სანერგეებსა და პლანტაციებში ნათესების, ნერგების მოსპობა ან დაზიანება, რამაც შესაძლოა მათი ზრდის შეწყვეტა გამოიწვიოს, გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით, ან უამისოდ და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციით.
ამასთან, სახელმწიფო ტყის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადება კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების გარეშე ან სამონადირეო მეურნეობის მოწყობა სათანადო ლიცენზიის გარეშე გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
ცვლილებებით ასევე, სახელმწიფო ტყის მიჩენილი უბნის არამიზნობრივი გამოყენება გამოიწვევს დაჯარიმებას 100-დან 200 ლარამდე.
კანონპროექტით გათვალისწინებულია სანქციები ტყის დაცვის, აღდგენა-გაშენებისა და მოვლის წესებისა და მოთხოვნების დარღვევაზე. პროექტით, ამ წესების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 20-დან 50 ლარამდე.
ტყის დაცვის მიზნით, ბიოლოგიური, ქიმიური ან სელექციური საშუალებების გამოყენების მოთხოვნათა დარღვევა კი, გამოიწვევს დაჯარიმებას 30-დან 150 ლარამდე.
ინიციატივით, სახელმწიფო ტყის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 40 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს ტყის დანაგვიანება და დაზიანება რადიოაქტიური, ბაქტერიოლოგიური, ქიმიური ან სხვა მავნე ნივთიერებებით, რადიოაქტიური ნარჩენებით, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო ან სხვაგვარი ჩამდინარე წყლებით, აგრეთვე მავნე ნივთიერებათა გამონაფრქვევებით, რასაც ტყის გახმობა ან დაავადება მოსდევს, გამოიწვევს დაჯარიმებას – 1000 ლარის ოდენობით.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, სახელმწიფო ტყის მიწებზე არსებული ტყის დასაშრობი თხრილების, სადრენაჟო სისტემებისა და გზების მოსპობა ან დაზიანება სახელმწიფო ტყის მიწებზე არსებული ტყის დასაშრობი თხრილების, სადრენაჟო სისტემებისა და გზების მოსპობა ან დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას – 150 ლარის ოდენობით.
ცვლილებებით, ტყეებში სამიჯნე ნიშნების, ტყის ტერიტორიაზე შესვლისა და გადაადგილების მომწესრიგებელი ნიშნების მოსპობა და დაზიანება გამოიწვევს დაჯარიმებას 70 ლარამდე.
კანონპროექტით, ხე-ტყის პირველადი გადამუშავება ტყის ტერიტორიაზე გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
პროექტით, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან დაცული ტერიტორიის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე მწვანე ნარგავის თვითნებური მოჭრა ან გადაბელვა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნისა და იარაღის კონფისკაციით.