ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის ტყეში ხანძარია.
როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ცეცხლის ლიკვიდაციას მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ცდილობენ.
უწყების ცნობით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.
ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებულია ტყიბულისა და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები – 20 მეხანძრე მაშველი, ორი სამაშველო ავტომობილი და სამი ავტოცისტერნა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.