ტყიბულში, სოფელ ძიროვნის ტყეში ხანძარია
ტყიბულში, სოფელ ძიროვნის ტყეში ხანძარია

ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიროვნის ტყეში ხანძარია.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ცეცხლის ლიკვიდაციას მეხანძრე-მაშველები ამ დრომდე ცდილობენ.

უწყების ცნობით, ცეცხლი ტყის ქვედა საფარს გაუჩნდა.

ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებულია ტყიბულისა და ქუთაისის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები – 20 მეხანძრე მაშველი, ორი სამაშველო ავტომობილი და სამი ავტოცისტერნა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.