თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის ჩოხატაურიდან საკარანტინო ზონაში კიდევ ერთი პირი გადაიყვანეს
თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვი გამო, ჩოხატაურიდან საკარანტინო ზონაში კიდევ ერთი პირი გადაიყვანეს.
გურიიდან იძულებით ბათუმის საკარანტინო სივრცეში სულ 18 პირია გადაყვანილი.
ამჟამად გურიაში თვითიზოლაციაში 76 პირი იმყოფება. აქედან, ორმოცი პირი ლანჩხუთშია, ცხრა – ჩოხატაურში, 27 კი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იმყოფება.
„ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. დაახლოებით ნახევარი საათის წინ ჩოხატაურიდან იძულებით წესით გადაჰყავთ ადამიანი, რომელიც სათანადოდ არ იცავდა თვითიზოლაციის წესს. ყველას, ვინც არ დაემორჩილება რეკომენდაციას, მოუწევს კარანტინში გადაყვანა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსმა, არჩილ მჟავიამ.