„ტვიტერი“ სოციალურ ქსელში პოსტებზე პასუხების შეზღუდვის ფუნქციის დამატებას განიხილავს
კომპანია „ტვიტერი“ სოციალურ ქსელში პოსტებზე პასუხების შეზღუდვის ფუნქციის დამატებას განიხილავს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამგვარად კომპანიაში ცდილობენ, ებრძოლონ ინტერნეტში შეურაცხყოფასა და შევიწროებას.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყებენ ახალი ფუნქციის გამოცდას, რომელიც მომხმარებლებს მისცემს საშუალებას, თავად აკონტროლონ, ვის შეუძლიათ მათ პოსტებზე პასუხი.
„ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებმა „ტვიტერში“ საუბარში მონაწილეობის დროს თავი უსაფრთხოდ იგრძნონ, ამისთვის მათ მიერ დაწყებულ საუბრებზე მეტ კონტროლს მივცემთ“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.