თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა განაცხადების მიღება დაიწყო
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ, თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამის ფარგლებში, განაცხადების მიღება დაიწყო. განაცხადების მიღება 26 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.
სააგენტოს ცნობით, დევნილები და ეკომიგრანტები თავად შეარჩევენ 2 000 ლარის ღირებულების სახელობო იარაღებს, რაც მათ საქმიანობის წამოწყებასა თუ გაფართოებაში დაეხმარებათ.
„პროგრამაში ჩართვა პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებულ იძულებით გადაადგილებულ პირებს და იმ დევნილებსა და ეკომიგრანტებს შეუძლიათ, რომელთა პროფესიული საქმიანობა რაიმე სახის დოკუმენტით დასტურდება. იძულებით გადაადგილებულ პირებს პროფესიული საქმიანობის მხარდაჭერისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით, ხელსაწყოები და ტექნიკა გადაეცემათ. ამ ეტაპზე, პროგრამის ფარგლებში, იძულებით გადაადგილებული 100 პირი დაფინანსდება.
საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველთა განაცხადების მიღება, სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამმართველოებში მიმდინარეობს შემდეგ მისამართებზე: თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა;გორი, სამების ქ. N1; რუსთავი, კოსტავას ქ. N20; ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106. განაცხადის გაგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზეც [email protected]“, – ნათქვამია ინფორმაციაში.