დევნილთა და ეკომიგრანტთა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო
დევნილთა და ეკომიგრანტთა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო განსახლებულ დევნილებსა და ეკომიგრანტებს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გრანტებს გადასცემს.

სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელის ტრაქტორებს, სხვადასხვა სახეობის მრავალწლიან კულტურებს, სასოფლო-სამეურნეო, სურსათის წარმოებისა და გადამუშავებისთვის საჭირო ინვენტარს შეუძენს. პროგრამის ფარგლებში, მთელი ქვეყნის მასშტაბით იძულებით გადაადგილებული 80-მდე პირი დაფინანსდება.

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაკეთება 24 აპრილის ჩათვლით შეუძლიათ. განაცხადების მიღება სააგენტოსა და მის ტერიტორიულ სამსახურებში შემდეგ მისამართებზე მიმდინარეობს: თბილისი, თამარაშვილი ქ.N15ა; გორი, სამების ქუჩა N1; რუსთავი, კოსტავას ქ.N20; ქუთაისი, აბაშიძის გამზ. N27; ზუგდიდი, აღმაშენებლის ქ. N106.

განაცხადის გამოგზავნა შესაძლებელია სააგენტოს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – [email protected].

„პროგრამის მთავარ მიზანს სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი დევნილებისა და ეკომიგრანტების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს. პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.