„ტვ მონიტორინგში“ აცხადებენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა მათ ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა  

„ტვ მონიტორინგში“ აცხადებენ, რომ ქარელის მუნიციპალიტეტში, მეორე საარჩევნო უბანთან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა გია კურტანიძემ მათ ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ტვ მონიტორინგი“ ავრცელებს.

„თავდასხმა „ტვ მონიტორინგის“ გადამღებ ჯგუფზე – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი გია კურტანიძე „ტვ მონიტორინგის“ ჟურნალისტს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. ინციდენტი ქარელის მუნიციპალიტეტში, მეორე საარჩევნო უბანთან მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტრო – ვითხოვთ რეაგირებას“, – აღნიშნავენ „ტვ მონიტორინგში“.