თუშეთში მოსული უხვი ნალექის გამო, ღამით ავტოტრანპორტის მოძრაობა შეიზღუდება
თუშეთში მოსული უხვი ნალექის გამო, სოფელ ლეჩურიდან ომალოს მიმართულებით და პირიქით, ყველა სახის ავტოტრანპორტის მოძრაობა აიკრძალება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.
„შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტში, თუშეთში მოსული უხვი ნალექის გამო, ავტოსაგზაო და სხვა სახის შემთხვევების პრევენციის მიზნით, 10 აგვისტოს, 17:00 საათიდან მთელი ღამის განმავლობაში, სოფელ ლეჩურიდან ომალოს მიმართულებით და პირიქით, ყველა სახის ავტოტრანპორტის მოძრაობა აიკრძალება“, – აცხადებენ შსს-ში.