თუშეთში მოსული უხვი ნალექის გამო, ღამით ავტოტრანპორტის მოძრაობა შეიზღუდება 
თუშეთში მოსული უხვი ნალექის გამო, ღამით ავტოტრანპორტის მოძრაობა შეიზღუდება 

თუშეთში მოსული უხვი ნალექის გამო, სოფელ ლეჩურიდან ომალოს მიმართულებით და პირიქით, ყველა სახის ავტოტრანპორტის მოძრაობა აიკრძალება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო გაცნობებთ, რომ თელავის მუნიციპალიტეტში, თუშეთში მოსული უხვი ნალექის გამო, ავტოსაგზაო და სხვა სახის შემთხვევების პრევენციის მიზნით, 10 აგვისტოს, 17:00 საათიდან მთელი ღამის განმავლობაში, სოფელ ლეჩურიდან ომალოს მიმართულებით და პირიქით, ყველა სახის ავტოტრანპორტის მოძრაობა აიკრძალება“, – აცხადებენ შსს-ში.