თურქეთის ქალაქ რიზეში საქართველოს მოქალაქე, 34 წლის მამაკაცი დაიღუპა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
გარდაცვალების მიზეზად ფუტკრის ნაკბენით გამოწვეული ალერგია სახელდება.
თურქული საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, საქართველოს მოქალაქე რიზეში ჩაის პლანტაციებში მუშაობდა, სადაც მას ჩაის კრეფის დროს ფუტკარმა უკბინა. იგი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.