თურქული მედია - თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის ფარგლებში კონტროლს დაამყარებს საზღვრის 600 კილომეტრზე, დაიკავებს 470 ქალაქსა და სოფელს
თურქული მედია - თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში სამხედრო ოპერაციის ფარგლებში კონტროლს დაამყარებს საზღვრის 600 კილომეტრზე, დაიკავებს 470 ქალაქსა და სოფელს

თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში დაგეგმილი სამხედრო ოპერაციის ფარგლებში კონტროლს დაამყარებს საზღვრის 600 კილომეტრზე, 470 ქალაქსა და სოფელს დაიკავებს. ამის შესახებ აღნიშნულია თურქულ გამოცემა „თურქიესსტატიაში.

გამოცემის თანახმად, თურქეთის სამხედრო ძალები, ოპერაციის ფარგლებში, სირიაში საზღვრიდან 45 კილომეტრის სიღრმეში შევლენ.

დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით, „თურქიეს“ სტატიაში აღნიშნულია, რომ სირიაში ტალ-რიფატი და მანბიჯის აღებით, თურქეთი 35 კილომეტრიან უსაფრთხოების ზოლს შექმნის. ოპერაციების მიზანი, რომელიც თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, ეტაპობრივად გაგრძელდება, არის 300-კილომეტრიანი ღერძის გათავისუფლება რასულაინსა და მალიქიეს შორის.