თურქული გამოცემა „ჰურიეთი“ - აშშ თურქეთის საზღვარზე „პატარა ისრაელს“ უყრის საფუძველს
ვიდრე მსოფლიო ღაზით და უკრაინით არის დაკავებული, აშშ თურქეთის საზღვარზე „პატარა ისრაელს“ უყრის საფუძველს, – ამის შესახებ თურქული გამოცემის, „ჰურიეთის“ სტატიაშია ნათქვამი.
თურქული გამოცემა წერს, რომ „ქურთისტანის მუშათა პარტია“ სირიის ჩრდილოეთში 11 ივნისს ადგილობრივ არჩევნებს ჩაატარებს.
„ჰურიეთის“ მტკიცებით, ჩრდილოეთ სირიის ქალაქებში: მანბიჯში, აფრინში და ტელ რიფატში არჩევნები „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ კონტროლით ჩატარდება და ხმის მიცემა მხოლოდ ქურთულ შეიარაღებულ ქვედანაყოფებში მომსახურე პირებს შეეძლებათ.
გამოცემის მიხედვით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კოორდინატორმა ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, ბრეთ მაკგარკმა ორეტაპიანი გეგმა შექმნა, რომლის თანახმად, პირველ ეტაპზე „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ავტონომიურ ადმინისტრაციას შექმნიან, მეორე ეტაპზე კი – სახელმწიფოს.
„ჰურიეთი“ წერს, რომ პირველი ნაბიჯი სირიის დაყოფას ისახავს მიზნად, მეორე კი – თურქეთის, სადაც 15 მილიონი ქურთი ცხოვრობს.