თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში კონდიციონერების დემონტაჟი მიმდინარეობს, – იუწყება გამოცემა „თურქმენეთის ქრონიკა“. მიზეზად ქალაქის იერსახის დამახინჯება სახელდება.
ჰაერის ტემპერატურა აშხაბადში +46 გრადუსს აღწევს. სწორედ ამის გამო ქალაქში კონდიციონერების მონტაჟი გააქტიურდა. თუმცა, მოქალაქეთა ნაწილს თანამედროვე ტექნიკაზე უარის თქმა და გაგრილების ალტერნატიული მეთოდების გამოყენება უწევს.