ირაკლი ღარიბაშვილმა თურქმენეთში ვიზიტი დაასრულა

17:04, 20.07.2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თურქმენეთში ვიზიტი დასრულდა.

აშხაბადის საერთაშორისო აეროპორტში მთავრობის მეთაური თურქმენეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა, მუჰამეთგელდი სერდაროვმა გააცილა.

ვიზიტის ფარგლებში, პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთის პრეზიდენტ სერდარ ბერდიმუჰამედოვთან ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრა გამართა.

მსგავსი