თურქულმა ავიაკომპანია „თურქიშ ეარლაინსმა“ კორონავირუსის გამო იტალიაში რეისები გააუქმა.
როგორც კომპანიის განცხადებაშია ნათქვამი, ფრენები იტალიაში პირველი მარტიდან შეწყდა.
იტალია ევროპაში კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრია.
ქვეყანში დაავადებას 29 ადამიანი ემსხვერპლა, დაავდებულთა რიცხვი კი 1100-ს აჭარბებს.
კორნავირუსის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, თურქიშ ეარლაინსის“ 250 თვითმფრინავს დეზინფექცია ჩაუტარდა.
მანამდე თურქულმა ავიაკომპანიამ შეაჩერა ფრენები ჩინეთსა და ირანში.