თურქეთში ტყის ხანძრების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა
თურქეთში ტყის ხანძრების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა ექვსამდე გაიზარდა. გარდაცვლილთა შორის ორი მეხანძრეა. შესაბამის ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. როგორც გამოცემა „ჰურიეთ დეილი ნიუსი“ წერს, კიდევ ორი ადამიანი ცხედარი აღმოჩენილია ანტალიის პროვინციში. მანავგათის რაიონში ჰოსპიტალიზებულია კიდევ ორი ადამიანი. მანავგათში დაშავებულია 275-ზე მეტი ადამიანი.
თურქეთის სოფლის მეურნეობისა და მეტყევეობის სამინისტროს მონაცემებით, ამჟამად ხანძრის 98 კერიდან 88 კონტროლის ქვეშ არის.
ამ დროისთვის რთული მდგომარეობა რჩება ანტალიის, მერსინის, ადანისა და მუღლას პროვინციებში.
ხანძრის ახალი კერების გაჩენის თავიდან ასაცილებლად, სტამბოლის პროვინციის გუბერნატორმა 31 აგვისტომდე ტყეში შესვლა აკრძალა.
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ცეცხლის განზრახ გაჩენას და საბოტაჟს არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ მიმდინარეობს გამოძიება.
თურქეთის დასახმარებლდ სახანძრო თვითმფრინავები გაგზავნა რუსეთმა, უკრაინამ და აზერბაიჯანმა. დახმარების მზადყოფნა გამოთქვა საბერძნეთმაც.