თურქეთში თარხან ბათირაშვილის მეუღლე დააკავეს
თურქეთში თარხან ბათირაშვილის მეუღლე დააკავეს

თურქეთში ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ საველე მეთაურის თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ-შიშანის ცოლი სედა დუდურკაევა დააკავეს.

ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა Daily Sabah-ი ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, სედა დუდურკაევა და კიდევ ოთხი პირი ჯერ კიდევ 4 ივლისს დააკავეს.

„ისლამური სახელმწიფოს“ წევრობაში ეჭვმიტანილი ხუთი პირიდან ოთხს სტამბოლის სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.

სედა დუდურკაევა ჩეჩნეთის მიგრაციული სამსახურის ყოფილი უფროსის ასუ დუდურკაევის შვილია. მას ალ-შიშანთან ორი ვაჟი ჰყავს.

დუდურკაევი თანამდებობიდან რამზან კადიროვმა გაათავისუფლა, მას შემდეგ, რაც მისი ქალიშვილის „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებს შეუერთდა, რასაც ჩეჩნეთში სკანდალი მოჰყვა.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილი, რომელიც “ისლამური სახელმწიფოს” ე.წ. მის მინისტრად იყო ცნობილი, 2016 წელს ერაყში მოკლეს.

როგორც გამოცემა Daily Sabah-ი წერს, დუდურკაევა პირველად სირიაში ჩეჩენ ექსტრემისტ ჰამზატ ბორჩაშვილს გაჰყვა, სადაც ისინი დაქორწინდნენ, რომელიც ალ-შიშანის თანაშემწე იყო. ბორჩაშვილის მკვლელობის შემდეგ კი, სედა დუდურკაევას ალ-შიშანიზე ქორწინება აიძულეს.

გავრცელებული ინფორმაციით, დუდურკაევას ოჯახის წევრები რამდენჯერმე იმყოფებოდნენ სირიაში, რათა ქალი ჩეჩნეთში დაბრუნებაზე დაეთანხმებინათ.