თურქეთში სამხედრო სამსახურის დრო ექვს თვემდე შემცირდა
თურქეთში სამხედრო სამსახურის დრო ექვს თვემდე შემცირდა

თურქეთში სამხედრო სამსახურის დრო ექვს თვემდე შემცირდა. ქვეყნის პარლამენტმა სამხედრო სამსახურის ახალი კანონის რატიფიკაცია მოახდინა.

თურქული სააგენტო „ანადოლუს“ ინფორმაციით, 600-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში კანონს მხარდაჭერა 335 დეპუტატმა გამოუცხადა, 17 კანონმდებელი წინააღმდეგ წავიდა, ორმა კი თავი შეიკავა.

ახალი რეგულაციით, სამხედრო სამსახურის დრო 12 თვიდან, ექვს თვემდე მცირდება. თურქეთის მოქალაქეები ვალდებული არიან, ერთთვიანი სამხედრო წვრთნები გაიარონ და 31 თასი თურქული ლირას (5 371 დოლარი) გადახდის შემთხვევაში, დანარჩენი ხუთი თვით სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდებიან.