თურქეთში სამართალდამცველებმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ოთხი წევრი დააკავეს
თურქეთში სამართალდამცველებმა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ოთხი წევრი დააკავეს.
Anadolu-ის ცნობით, ტერორისტები სირიიდან თურქეთში არალეგალურად შესვლას ცდილობდნენ. საიდანაც ევროპაში გადავიდოდნენ და ლტოლვილის სტატუსის მოპოვებას ეცდებოდნენ.
ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო იუწყება, რომ ტერორისტების დაკავების ოპერაცია შანლიურფას პროვინციაში, საზღვართან ჩატარდა. Anadolu-ის ცნობით, ერთ-ერთ დაკავებულს, ფარიდ სამურს ინტერპოლი დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა.