თურქეთში ქალთა დღისადმი მიძღვნილი აქცია პოლიციამ წყლის ჭავლით დაშალა
თურქმა სამართალდამცველებმა ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე შეკრებილი ქალები წყლის ჭავლის საშუალებით დაარბიეს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.
გამოცემის ცნობით, პოლიციამ დემონსტრაციის მონაწილეებს საშუალება არ მისცა, ისტიკლალის ქუჩაზე გადაადგილებულიყვნენ. სტამბოლის გუბერნატორის განცხადებით, ხელისუფლება ქალაქის მასშტაბით, ქალთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის ნებართვას არ გასცემს, რის გამოც, დემონსტრაცია არასანქცირებულად მიიჩნევა.