ბიშკეკში ქალთა უფლებების დამცველების აქციაზე ათობით აქტივისტი დააკავეს
ბიშკეკში ქალთა უფლებების დამცველების აქციაზე ათობით აქტივისტი დააკავეს

ყირგიზეთის დედაქალაქში ქალთა უფლებების დამცველების აქციაზე ათობით აქტივისტი დააკავეს. „როიტერის“ ინფორმაციით, პოლიციის რეიდამდე აქციის მონაწილეებს ნიღბიანი მამაკაცები დაესხნენ თავს.

ბიშკეკში შეკრებილი რამდენიმე ათეული დემონსტრანტი ქალთა საერთაშორისო დღეს ქალების მიმართ ძალადობას აპროტესტებდა.

ნიღბიანმა მამაკაცებმა, რომელთა ნაწილს ტრადიციული ყირგიზული ქუდი ეხურა, მომიტინგეების ბანერები დააზიანეს.

თავდამსხმელები შემთხვევის ადგილიდან პოლიციის გამოჩენისას წავიდნენ, ადგილობრივმა სამართალდამცველებმა კი 50-მდე აქტივისტი დააკავეს. აქციის მონაწილეთა უმრავლესობა ქალი იყო.