თურქეთში ქალაქ ჰაქიარის მერი დააკავეს, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ქურთების მუშათა პარტიის“ მხარდამჭერია
თურქეთში ქალაქ ჰაქიარის მერი დააკავეს, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ქურთების მუშათა პარტიის“ მხარდამჭერია

თურქეთში ქალაქ ჰაქიარის მერი დააკავეს, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ქურთების მუშათა პარტიის“ მხარდამჭერია. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

მეჰმეთ სიდიქ აქისი პოსტზე ორი თვის წინ, არჩევნებში გამარჯვების შედეგად დაინიშნა და ის პოლიციამ ქურთ მებრძოლებთან კავშირის ბრალდებით დააპატიმრა.

სამართალდამცველებმა მის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. როგორც პროქურთული „დემის“ პარტიაში აცხადებენ, ჩხრეკისას პოლიციამ სახლში არ დაუშვა არც აქისის ადვოკატი და არც მათი პარტიის წარმომადგენლები.

სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ მუნიციპალური არჩევნების შემდეგ თურქეთში არაერთი პროქურთი მერი დააკავეს და ისინი პროვინციის გუბერნატორებმა ჩაანაცვლეს.