თურქეთში, ანტალიის პროვინციაში, ქალაქ ქემერთან პოლონელი ტურისტების ავტობუსი ავარიაში მოყვა.
პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად პოლონეთის 30 მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათგან შვიდი საავადმყოფოში რჩება, მათი მდგომარეობა მძიმეა, თუმცა დაშავებულების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ავარიის დროს ავტობუსში პოლონეთის 38 მოქალაქე და ერთი რეზიდენტი იმყოფებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტურისტული ავტობუსის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, რის გამოც ავტობუსი ხევში გადავარდა.