თურქეთში, მუღლასა და ისპარტას პროვინციებში ხანძრის ექვს კერას ებრძვიან
თურქეთში, მუღლასა და ისპარტას პროვინციებში ხანძრის ექვს კერას ებრძვიან

თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის, ბექირ ფაქდემირლის განცხადებით, სტიქია კვლავ მძვინვარებს მუღლასა და ისპარტას პროვინციების ექვს უბანზე.

მისივე თქმით, 28 ივლისს დაწყებული ტყის ხანძრების 223 კერიდან სულ 217 კერა არის კონტროლქვეშ.

ფაქდემირლის განცხადებით, ხანძრები გრძელდება მუღლას პროვინციის ქოიჩეღიზის, ქავაქლიდერეს, მილასის, იათაგანისა და ჩინეს რაიონებში, აგრეთვე ისპარტას პროვინციის სუთჩულერის რაიონში.