თურქეთში მოკლული საქართველოს მოქალაქის, ლუხუმ ჯანჯარიას ცხედარი სამშობლოში უკვე გადმოასვენეს.
გარდაცვლილის შვილის, ლევან ჯანჯარიას განცხადებით, გარდაცვლილს დაზიანებები აღენიშნება, რის გამოც ამოცნობა გაუჭირდა.
ოჯახი მკვლელობის საქმის დროულ გამოძიებას მოითხოვს და აცხადებს, რომ ლუხუმ ჯანჯარია თურქეთში ქართველებმა მოკლეს.
47 წლის ლუხუმ ჯანჯარია თურქეთში სამუშაოდ ახლობლის დახმარებით, 10 დღის წინ წავიდა. მისი ცხედარი რამდენიმე დღის წინ სტამბოლის ერთ-ერთ სკვერში იპოვეს.
ლუხუმ ჯანჯარია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მკვიდრია.