მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დაათვალიერა
მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დაათვალიერა

ვიცე-პრემიერმა, ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ანაკლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა დაათვალიერა, რომელიც, პროექტის თანახმად, შემოდგომაზე უნდა დასრულდეს.

მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის მიერ 18 448 942 ლარით დაფინანსდა.

„ამჟამად დასრულებულია სამშენებლო სამუშაოების 95%. წყალარინების გამწმენდი ნაგებობა ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ განახორციელებს ჩამდინარე წყლების წმენდის სრულ ბიოლოგიურ ციკლს, რაც შეამცირებს შავი ზღვის აუზისა და გარემოს დაბინძურების რისკებს.

ახალი გამწმენდი ნაგებობა ანაკლიასა და განმუხურში მცხოვრებ 3 000-ზე მეტ ადამიანს და იქ ჩასულ ტურისტებს მოემსახურება“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.