თურქეთში „კოვიდ-19“-ის 22 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში „კოვიდ-19“-ის 22 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში გასული 24 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 22 216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 117 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს მონაცემებით, ეს დეკემბრის შემდეგ ქვეყანაში დაფიქსირებული ვირუსის ახალი შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

პანდემიის გავრეცელებიდან დღემდე, თურქეთში ვირუსის 3 034 338 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, დაღუპულია 30 178 ადამიანი.