თურქეთში კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პროვოკაციული ინფორმაციების გამოქვეყნების ბრალდებით სულ 402 ადამიანი დააკავეს
თურქეთმა ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პროვოკაციული ინფორმაციების გამოქვეყნების ბრალდებით 402 ადამიანი დააკავა.
ადგილობრივი მედია ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
აღნიშნული პირები თურქეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე პერიოდში დააპატიმრეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, სამინისტრომ შეისწავლა ბოლო 42 დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული 6 362 პოსტი, რის შედეგადაც 855 საეჭვო პირი გამოიკვეთა, მათგან 402 კი, დააკავეს.