თურქეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 173 ათასს გადააჭარბა.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ კოჩას განცხადებით, მათი უმეტესობა – 147 ათასამდე პაციენტი უკვე განიკურნა.
„კოვიდ-19“-მა დღემდე ქვეყანაში, 4 746 პაციენტი იმსხვერპლა. მინისტრის თქმით, აპრილის თვესთან შედარებით, შემცირებულია ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოთავსებული პაციენტების რიცხვი, რომელიც დღეისთვის დაახლოებით 50-ს შეადგენს, აპრილში კი ეს რიცხვი 200 იყო.