თურქეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 993 ადამიანს დაუდასტურდა, 18 ინფიცირებული კი გარდაიცვალა.
ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ჯანდაცვის მინისტრზე ფაჰრეთინ კოჩაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„კოვიდ-19“-ის გავრცელებიდან დღემდე თურქეთში ოფიციალურად რეგისტრირებულია ინფიცირების 172 114 შემთხვევა. დაავადებას საერთო ჯამში 4 729 პაციენტი ემსხვერპლა.
ბოლო დღე-ღამეში გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 3 218-ით გაიზარდა და ჯამში 144 598 შეადგინა.